The benefits of Novofert
- რთული ფორმულების მრავალფეროვნება (500-მდე წარმოებადი ფორმულა). არსებობს პრაქტიკულად ყველა სახის კულტურისთვის საჭირო სასუქის შერჩევის შესაძლებლობა, ნიადაგის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
- მიკროელემენტების დამატების ჰელატური ფორმა.ჰელატური კომპლექსები განსხვავდება თავისუფალი იონებისაგან მაღალი ათვისებადობით. ანუ, ყველა ფორმულაში შემავალ მიკროელემენტებს მცენარე ითვისებს პრაქტიკულად მთლიანად.
- უმაღლესი ხარისხი.კომპანია იყენებს უახლეს დანადგარებს აშშ-დან. ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა წარმოებს ცენტრალური პულტიდან, სამრეწველო კომპიუტერის დახმარებით. კომპანია Siemens-ის პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა ზუსტი დოზირების გარანტიას, პროდუქტის ხარისხს და გამორიცხავს პერსონალის ნებისმიერ ჩარევას. მზა პროდუქტზე გაიცემა ხარისხის სერტიფიკატი და სხვა აუცილებელი საბუთები.
- 100 % წყალში ხსნადობა.„ნოვოფერტის“ სასუქის შეყვანა ხდება წვეთოვანი საწრყავი სისტემის მეშვეობით, არაფუძისეული გაფხვიერების მეთოდით (შეშხურებით) და მორწყვით, ასევე თესლის დამუშავებით დათესვის წინ. უხსნადი ნივთიერების ნარჩენი შეადგენს 0,004 – დან 0,006 %-მდე. ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა მომწოდებლების ანალოგიური სასუქების მაჩვენებელი. აგრონომებს ნოვოფერტის მარკის სასუქებთან მუშაობისას არ ექმნებათ იმის აუცილებლობა, რომ შეიძინონ ძვირადღირებული პრეპარატები წვეთოვანი სარწყავი სისტემის შრომისუნარიანობის აღდგენისათვის, რომელიც გამოყვანილ იქნა მწყობრიდან საეჭვო, ფსევდოგამხსნელი სასუქების მიერ.
- ჰერბიციდების და პესტიციდების უმრავლესობასთან თავსებადობა.
- ეკონომიურობა.სასუქის საერთო დანახარჯი შეადგენს 3-დან 5 კგ-მდე ერთ ჰექტარზე, გაშენებული კულტურიდან გამომდინარე.
- ეკოლოგიურობა.„ნოვოფერტის“ სასუქებმა გაიარეს ეკოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ჰიგიენური და ბიოლოგიური გამოცდა მედვედის სახელობის ეკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტში, უკრაინის აგრარული მეცნიერების აკადემიაში, ჩერნიგოვსკის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ინსტიტუტში და სხვა ორგანიზაციებში.
- ხარისხიანი შეფუთვა.სასუქის შეფუთვა წარმოებს პოლიეთილენის და პოლიპროპილენის ტომრებში მახალხარისხიანი ფერადი ლოგოტიპით, რაც გამორიცხავს გაყალბების ალბათობას. კომპანია გთავაზობთ პროდუქტს მცირე დაფასოებით 4 გრ-დან 5 კგ-მდე.
- გარანტირებული შედეგი.ბალანსირებული, მეცნიერულად დასაბუთებული და ლაბორატორიულად დამტკიცებული სასუქის შემადგენლობა იძლევა ზუსტად იმ შედეგს, რომელიც თქვენ ასე ძალიან გჭირდებათ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას პროდუქტის ხარისხზე თითოეულ შეფუთვაში.