მილადარი
43.00 ლარი–203.00 ლარი
აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი ერთწლიანი, მრავალწლიანი მარცვლოვანი და ზოგიერთი ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად სიმინდის ნათესებში.
მოქმედი ნივთიერება: ნიკოსულფურონი, 45 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:სულფონილშარდოვანები.
თავსებადობა: თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით, შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით. არ გააკეთოთ ავზის ნარევები ფოსფოორგანული ნაერთების ჯგუფის პრეპარატებთან. ამგვარი დამუშავებების შორის ინტერვალია 7 დღე.
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. ნიკოსულფურონი წყვეტს უჯრედების გამრავლებას იმ პროცესების ბლოკირებით, რომლებიც პასუხს აგებენ ძირითადი ამინომჟავების ბიოსინთეზზე. დამუშავებული სარეველები სწრაფად წყვეტენ ზრდას.
მოქმედების სპექტრი.
მგრძნობიარე სარეველები: შვრიუკა ჩვეულებრივი, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა ჩვეულებრივი, ჟუნჟრუკი საშუალო, ბურჩხა, ფეტვი (სახეობები), ჭანგა, გლერტა (სახეობები),მხოხავი ჭანგა, ბოლოკურა, მინდვრის ირაგა, გვირილა (სახეობები), ჯიჯლაყა ჩვეულებრივი.
საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ამბროზია (სახეობები), ბოსტნის წალიკა, ჯიჯლაყა (სახეობები).
სუსტად მგრძნობიარე სარეველები: წითელი წალიკა, ჯინჭრის-დედა მეწამული, მინდვრის საპონელა, თხის-ძუძუ, ბეგიაური, ტყისურა ერთწლიანი, ჭაობის დედაფუტკარა, ერთწლიანი დედაფუტკარა, სპერგულა ჩვეულებრივი..
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა — 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 150-250 ლ/ჰა; 2,0-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.
სარეველების განვითარების ოპტიმალური ფაზა შესხურების მომენტზე: ერთწლიანი მარცვლოვანი 2-3 ფოთოლი, მრავალწლიანი მარცვლოვანი – 10-15 სმ სიმაღლე, მგრძნობიარე ერთწლიანი მარცვლოვანი – ლებანი – 2 ნამდვილი ფოთოლი. მილადარი გამოიყენება სიმინდის 4-10 ფოთლის ფაზაში კულტურის მიერ სარეველების ეკრანირების მომენტამდე. ჰერბიციდის გამოყენების ოპტიმალური პირობებია თბილი ამინდი (15-25°С) და ნიადაგის და ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა.
რეკომენდაცია მილიდარი 1,25 ლ/ჰა + აგენტი 0,6 ლ/ჰა + ზან „ტანდემი“ 0,15 ლ წყლის 100 ლ–ზე;
მილიდარი 1,25 ლ/ჰა + გოლიაფი 1,2 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,15 ლ წყლის 100 ლ–ზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება არახელსაყრელ პირობებში (ცივი ან ცხელი ამინდი, გადაჭარბებული ტენიანობა, ან პერიოდი, როდესაც სარეველა იმყოფება დამძიმებულ მდგომარეობაში). თუ შესხურების შემდეგ 7-10 დღის განმავლობაში მოვიდა ნალექების დიდი რაოდენობა, შესაძლებელია მარცვლოვანების ფესვთა სისტემის ხელმეორედ გაზრდა სარეველების სახით. ნუ ჩაატარებთ ნიადაგის მწკრივთშორისი დამუშავებას 7 დღის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ. ნუ იხმართ პრეპარატს როდესაც ტემპერატურა 10°С–ზე ნაკლები ან როდესაც 25°С–ს აღემატება. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება არახელსაყრელ პირობებში (ცივი ან ძალიან ცხელი ამინდი, გადაჭარბებული ტენიანობა, და პერიოდი, როდესაც სარეველა იმყოფება დამძიმებულ მდგომარეობაში), აგრეთვე, თუ მცენარეები სველია ნალექების მოსვლის შემდეგ.
ტოქსიკურობა ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – არ სჭირდება.
პრეპარატის უპირატესობები:
სისტემური მაღალეფექტიანი ჰერბიციდი, რომელიც გამოიყენება სიმინდის ნათესებში მარცვლოვანების და ზოგიერთი ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად;
«მყისიერი» მოქმედების ჰერბიციდი;
გამოყენების ფართო «ტექნოლოგიური ფანჯარა»: კულტურის 4–დან 10 ფოთლამდე;
თესლბრუნვაში მომდევნო კულტურებზე პრეპარატის ტოქსიკური შემდეგქმედების სრული არარსებობა;
არ არის მავნებელი გარემოსათვის.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1ლ, 5ლ |
---|