Novofert-Georgia

Novofert-Georgia

ინფორმაციის უსაფრთხოება

1. ამოარჩიეთ საიმედო პაროლი

იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი პაროლი, საჭიროა პერიოდულად შეცვალოთ იგი და არ გაუმხილოთ სხვებს, რადგან ნებისმიერს, ვინც იცის პაროლი, ექნება წვდომა თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერთან. იმისათვის, რომ საიმედო პაროლი შეარჩიოთ, გამოიყენეთ პაროლი Novofert.ge-ზე, რომელიც განსხვავებული იქნება იმ პაროლებისაგან, რომლებსაც იყენებთ სხვა საიტებზე. თუ გჭირდებათ პაროლის დამახსოვრება, ჩაიწერეთ იგი, მოათავსეთ ჩანთაში, საფულეში ან სხვა საიმედო ადგილზე. გამოიყენეთ 8 სიმბოლო; აუცილებელია სულ მცირე 6 სიმბოლო, დასაშვებია მაქსიმუმ 128 სიმბოლო. თავი აარიდეთ ისეთ პაროლებს, რომლებიც ადვილად გამოსაცნობია, იგულისხმება ისეთი პაროლები, როგორიცაა „საიდუმლო“, „პაროლი“ ანდა„123456“. ამაშივე იგულისხმება ლექსიკონის სიტყვა, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან რომელიმე სხვა პირადი ინფორმაცია, რომლის გაგებაც მარტივია.

რჩევა: თუმცა, ეს არ არის მოთხოვნა, მაგრამ თუ პაროლს ციფრებს ან სპეციალურ სიმბოლოებს დაუმატებთ, მას უფრო გაართულებთ. მაგალითად პაროლი „saperavi42“ უფრო რთულია, ვიდრე პაროლი „saperavi“.

2.დაიცავით თქვენი სისტემა

ზოგიერთი საეჭვო ელექტრონული წერილი შეიცავს ჩანართებს და მითითებებს იმ ვებ-საიტებზე, რომლებიც ცდილობენ თქვენს კომპიუტერზე დააყენონ ვნების მომტანი პროგრამები.

შემოგთავაზებთ ზოგიერთ ხერხს თქვენი სისტემის დასაცავად:
თუ თქვენი პაროლი შეიყვანეთ იმ საიტზე, რომელიც სავარაუდოდ ვნებისმომტანია, გადაინაცვლეთ პუნქტისაკენ „შევცვალოთ პაროლი“ და იგი დაუყოვნებლივ შეცვალეთ; თუ თქვენი ბარათის მონაცემები შეიყვანეთ იმ საიტზე, რომელიც სავარაუდოდ ვნებისმომტანია ან ამ ინფორმაციით უპასუხეთ ელექტრონულ ფოსტაზე, სასწრაფოდ დაუკავშირდით თქვენს საკრედიტო ორგანიზაციას.
დააყენეთ ანტივირუსული პროგრამა, რომელსაც უზრუნველყოფს სანდო, პატივსაცემი კომპანია.
შენიშვნა: ანტივირუსული პროგრამის დაყენების შემდეგ აუცილებელია კომპიუტერის სრული შემოწმება.