ზახისტი
3.00 ლარი–76.00 ლარი
პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდი ბოსტნეული კულტურების და ყურძნის მრავალი დაავადებისაგან დასაცავად.
მოქმედი ნივთიერება: ციმოქსანილი, 250 გ/კგ + მეტალაქსილი, 100 გ/კგ.
პრეპარატის ფორმა:სველებადი ფხვნილი.
ქიმიური ჯგუფი:შარდოვანას ალკინწარმოებულები + ფენილამიდების წარმოებულები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: ტრანსმილარული და ადგილობრივი სისტემური მოქმედება. ციმოქსანილი აღწევს ფოთლებიდან, გადანაწილდება მცენარეების ქსოვილებში მის ყველა უჯრედში (ტრანსლამინარული მოქმედება). მას გააჩნია სამკურნალო და სპორების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს სოკოს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ანელებს და წყვეტს უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს. ციმოქსანილი ანადგურებს დასნებოვნებიდან 1-2 დღის შემდეგაც კი დაავადების გამომწვევს, რომელმაც დაიწყო გამრავლება. მეტალაქსილი არის დამცავი, სამკურნალო და აღმომფხვრელი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. ის თრგუნავს სოკოების განვითარების აქტიურ ინფექციისშემდგომ სტადიებს, თავიდან გვაცილებს სპორების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მცენარეთა დაუმუშავებელი ნაწილების და ახალი აღმონაცენების დაცვას.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 3.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– პამიდორი – 14 დღე;
– კარტოფილი – 20 დღე;
– ყურძენი – 30 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– მინდვრის კულტურები – 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე),
– ვენახები – 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე).
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება.
რეკომენდაცია: საუკეთესო შედეგი მიიღება, როდესაც პრეპარატს იყენებენ პროფილაქტიკისთვის ან ინფექციის განვითარების ადრეულ სტადიებზე – დაავადებათა ხილული ნიშნების გამოჩენამდე. პროფილაქტიკური დამუშავებები პირველადი ინფექციების საწინააღმდეგოდ ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში, დამატებითი დამუშავებები ტარდება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მისი პირველი ნიშნების გამოჩენისას დამუშავებებს შორის 8-12 დღის შუალედებით, რაც დამოკიდებულია დაავადების განვითარებაზე და ამინდის პირობებზე. თუ დაავადების განვითარების საშიშროება დიდია (წვიმიანი ამინდი), დამუშავებებს შორის შუალედები უნდა შემცირდეს (8 დღე). სეზონში ატარებენ 2-3 შესხურებას, დაწყებული მცენარის ზრდის ადრეული ფაზებიდან. ძლიერი დაზიანების საშიშროების, აგრეთვე დაავადების გამომწვევთა განვითარების ხელსაყრელი პირობების დროს ვენახებში შეტანის ნორმა უნდა გაიზარდოს 1,0 კგ/ჰა-მდე ანუ 20 მგ-მდე 10 ლ წყალზე.
სამუშაო ხსნარის ხარისხიანად მომზადება და მცენარის კარგად დაფარვა, თხევადი აზოტის სასუქებიანი ნარევების გამოყენება აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას. დამუშავება უმჯობესია ჩატარდეს ხელსაყრელი ამინდის პირობებში (ატმოსფერული ნალექების არარსებობა, მცირე ნამი, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 25°С-მდე).
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები
გააჩნია სამკურნალო და პროფილაქტიკური მოქმედება, თავიდან გაცილებთ სპორების წარმოქმნას;
თრგუნავს სოკოების განვითარების აქტიურ ინფექციის შემდგომ სტადიებს, თავიდან გაცილებთ სპორების წარმოქმნას;
უზრუნველყოფს მცენარეთა დაუმუშავებელი ნაწილების და აღმონაცენების დაცვას;
ძალზე ეფექტურად იცავს მზესუმზირის ნათესებს ყველაზე გავრცელებული და მავნე სოკოვანი დაავადებებისაგან;
გააჩნია ხანგრძლივი დამცავი მოქმედება;
დაავადებების გამომწვევთა შეგუების საშიშროება ძალზე მცირეა.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1კგ, 7.5გ |
---|