Novofert-Georgia

Novofert-Georgia

საერთო დებულებები

საკვები ელემენტების საჭიროება

მცენარეები თავისი ზრდისა და განვითარებისათვის იღებენ ნიადაგიდან მკვებავ ელემენტებს, რომელთაც იყენებენ საკუთარი ბიომასის მატებისათვის და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ეფექტური კვების ძირითად ელემენტებს წარმოადგენს აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მაკრო და მიკრო ელემენტები.

აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ძირითად წყაროდ ტრადიციულად იყენებენ შარდოვანას, ამონიუმის ნიტრატს, კალიუმის და ნიტრატს. მაგრამ, მიუხედავად ამ სასუქების მნიშვნელობისა, მათ გააჩნიათ გარკვეული ნაკლოვანებები – საკვები ელემენტების ერთგვაროვნება, მცენარეების განვითარების ეტაპებზე მოხმარების შეზღუდულობა, დაბალი ეკონომიურობა, მაღალი შრომითი ძალისხმევა გამოყენებისას.

რა გავაკეთოთ?

თანამედროვე აგრონომიული მეცნიერება უწევს რეკომენდაციას სასუქის წყალში ხსნად კომპლექსებს (NРК) მიკროელემენტებით ჰელატურ საფუძველზე მცენარის ზრდისა და განვითარების პერიოდში აუცილებელი ელემენტებით სრული უზრუნველყოფისათვის. ერთერთ ასეთ სასუქს, რომელიც შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, გოგირდს, კალცს და მიკრო ელემენტებს გარკვეული პროპორციებით, წარმოადგენს სასუქები, რომლებიც მზადდება ნოვოფერტის მარკით.

ფუნქციები, რომლებსაც ასრულებენ სასუქის ელემენტები:

აზოტი – წარმოადგენს ყველა ცილოვანი ნივთიერების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, ის არეგულირებს ვეგეტატური მასის ზრდას, განსაზღვრავს მოსავლიანობის დონეს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხარისხს;

ფოსფორი – ენერგეტიკული უზრუნველყოფის ელემენტი, ააქტიურებს ფესვოვანი სისტემის ზრდას, აჩქარებს ვეგეტატიური განვითარებიდან გენერატიულზე გადასვლის პროცესს, თესლის ფორმირების და მომწიფების პროცესს, ამაღლებს გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;

კალიუმი – ყურადღება გამახვილებულია ახალგაზრდა სასიცოცხლო ორგანოებსა და ქსოვილებზე, ამაღლებს მცენარეების ავადმყოფობებისადმი, გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობას;

მაგნიუმი – ამაღლებს ფოტოსინტეზის ინტენსივობას და ქლოროფილის წარმოშობას;

კალციუმი – ხელს უწყობს მცენარეების, მათი ფესვთა სისტემის ზრდას და განვითარებას, აძლიერებს ნივთიერებების ცვლას;

გოგირდი – შედის ცილოვანი ნივთიერებების შემადგენლობაში და იღებს მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით პროცესებში;

რკინა – არეგულირებს ფოტოსინტეზს, სუნთქვას, ცილოვან ცვლას და ზრდადი ნივთიერებების ბიოსინთეზს;

სპილენძი – არეგულირებს სუნთქვას, ფოტოსინტეზს, ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამაღლებს მცენარის მდგრადობას გარე ფაქტორებისა და ავადმყოფობების მიმართ;

ცინკი – აქვს დიდი მნიშვნელობა მცენარის განახოფიერებისთვისა და ჩანასახის განვითარებისათვის;

მარგანეცი – თამაშობს დიდ როლს ფოტოსინტეზის, სუნთქვის რეაქციაში, ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში;

კობალტი – იღებს აქტიურ მონაწილეობას ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ქმნის დადებით ზემოქმედებას სუნთქვაზე და ენერგეტიკულ ცვლაზე;

მოლიბდენი – არეგულირებს აზოტურ ცვლას, იღებს უშუალო მონაწილეობას ატმოსფერული აზოტის ფიქსაციაში;

ბორი – არეგულირებს განაყოფიერებას და ნაყოფის წარმოქმნას, ნახშირწყლებისა და ცილების გაცვლაში, ამაღლებს ავადმყოფობებისადმი მდგრადობას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნოვოფერტის მარკის NРК სასუქის ეფექტური გამოყენების ძირითადი პირობა – ეს არის ოპტიმალური დოზების, ვადების, შეყვანის საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგროტექნიკური მოყვანის სწორი დაცვა.