ჯეკ პოტი
103.00 ლარი–945.00 ლარი
კომბინირებული სისტემური ფუნგიციდი ხეხილის და ბოსტნეული კულტურების მრავალი დაავადების პროფილაქტიკისათვის და მკურნალობისათვის.
მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი, 100 გ/ლ + დიფენოკონაზოლი, 200 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:ემულსიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:ტრიაზოლების წარმოებულები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ საჭიროა საცდელი შერევის ჩატარება (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება.
პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას. პენკონაზოლი თრგუნავს სტეროლების ბიოსინთეზს. მოძრაობს აკროპეტალურად და თრგუნავს ინფექციას სპორების ზრდის პერიოდში, აგრეთვე აფერხებს ზრდის მილის შეღწევას ფოთლის ქსოვილში. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილში, მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა:
– ხეხილი და დახურული გრუნტის კიტრი – 3;
– ღია გრუნტის კიტრი – 2;
– ატამი, გარგარი, ქლიავი, ალუბალი – 1;
– ყურძენი – 4.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– ხეხილი – 30 დღე,
– ყურძენი და ღია გრუნტის კიტრი – 20 დღე;
– დახურული გრუნტის კიტრი – 3 დღე;
– გარგარი, ატამი, ქლიავი, ალუბალი – არ განისაზღვრება. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: ხეხილი 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედზე), ყურძენი 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე), ღია გრუნტის კიტრი 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე), დახურული გრუნტის კიტრი 1000 ლ-მდე/ჰა (10 ლ-მდე/მეასედზე). სამუშაო ხსნარის ნორმა უნდა შეირჩეს კულტურის განვითარების ფაზის და დაავადების განვითარების ხარისხის მიხედვით. ხარჯვის მინიმალური ნორმები გამოიყენება ვეგეტაციის დასაწყისში და მცირე ინფექციური ფონის დროს, მაქსიმალური – ფოთლების ზედაპირის სრული განვითარების და დიდი ინფექციური ფონის დროს.
რეკომენდაცია სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება. საუკეთესო შედეგი მიიღება ფუნგიციდის პროფილაქტიკური გამოყენების დროს. ნაცრის გამომწვევის პირველადი ინფექციის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური დამუშავებები ტარდერბა ვეგეტაციის დასაწყისში. დამატებითი დამუშავებები ტარდება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისას, დამუშავებებს შორის 10-14 დღის შუალედებით დაავადების განვითარების და ამინდის პირობების მიხედვით. დაავადების განვითარების დიდი საშიშროების დროს დამუშავებებს შორის შუალედები უნდა შემცირდეს 10 დღემდე. სეზონში ატარებენ 2-4 შესხურებას ნაცრის განვითარების ძირითად პერიოდში, რომელიც იწყება კულტურის ყვავილობის დროს და გრძელდება ნაყოფის დამწიფებამდე. ჯეკ პოტი შეიძლება გამოვიყენოთ სამკურნალოდ დაზიანების დაწყებიდან 2-4 დღის განმავლობაში. დამცავი ღონისძიებების დროულად ჩატარება, პრეპარატის შეტანის ტექნოლოგიების ხარისხი, ამინდის ხელსაყრელი პირობები (ატმოსფერული ნალექების არარსებობა, მცირე ნამი, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 25°С-მდე) კარგი მოსავლის მიღების საწინდარია.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები:
გააჩნია ძლიერი პროფილაქტიკური, სამკურნალო და აღმომფხვრელი მოქმედება;
იცავს მცენარის ყველა ნაწილს და გააჩნია ხანგრძლივი სისტემური მოქმედება;
ამცირებს სეზონში დამუშავებების რაოდენობას;
აქვს გამოყენების მოქნილი ვადები;
აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს;
სწრაფას შეიწოვება, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას;
ძალიან ეფექტურია ჰაერის მაღალ ტემპერატურებზე;
კარგად იტანს მცენარე;
არ იწვევს მავნებლის შეგუებას;
ხელს უწყობს კულტურაზე და ეკოსისტემაზე პესტიციდური დატვირთვის შემცირებას;
მნიშვნელოვნად ზოგავს სახსრებს.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 5ლ |
---|