სამშიტი
2.00 ლარი–750.00 ლარი
სისტემური ფუნგიციდი ვაშლის, მსხლის, ატმის და ყურძნის მრავალი დაავადების წინააღმდეგ.
მოქმედი ნივთიერება: კრეზოქსიმ-მეთილი, 100 გ/ლ + დიფენოკონაზოლი, 200 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:სტრობილურების ჯგუფი და ტრიაზოლების წარმოებულები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ პრეპარატების თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: გააჩნია ძალზე ძლიერი სისტემური მოქმედება. კრეზოქსიმ-მეთილი ამუხრუჭებს ციტოქრომ ც-რედუქტაზას აქტივობას და ამით თრგუნავს მიტოქონდრულ სუნთქვას. მოქმედი ნივთიერება მცენარის ზედაპირზე მოხვედრისას აჩერებს მცენარეთა დაავადების გამომწვევი სპორების ზრდას და წარმოქმნას. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილებში და მთლიანად თრგუნავს სუბკუტიკულური მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს დაავადების გამომწვევის სპორების წარმოქმნას.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 3.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– ხილ-კენკროვანი კულტურები და ყურძენი – 30 დღე;
– სხვა კულტურები – 14 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ხეხილი 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედზე), ყურძენი 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე),
– მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე).
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმები უნდა შეირჩეს კულტურის განვითარების ფაზის და დაავადების განვითარების ხარისხის მიხედვით. ხარჯვის მინიმალური ნორმები გამოიყენება ვეგეტაციის დასაწყისში და მცირე ინფექციურ ფონის დროს, მაქსიმალური – ფოთლების ზედაპირის სრული განვითარების და დიდი ინფექციური ფონის დროს. დამუშავებებს შორის შუალედი უნდა იყოს 10-14 დღე, რაც დამოკიდებულია დაავადების განვითარების პროგნოზზე და დაავადების გამომწვევთათვის ხელსაყრელ ამინდის პირობებზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება.
რეკომენდაცია: დამუშავება უმჯობესია ჩატარდეს ხელსაყრელი ამინდის პირობებში (ატმოსფერული ნალექების არარსებობა, მცირე ნამი, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 25°С-მდე).
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები
გააჩნია მრავალმხრივი დამცავი მოქმედება;
ძალზე ეფექტურია სოკოვანი დაავადებების მრავალი გამომწვევის წინააღმდეგ;
არ ირეცხება ატმოსფერული ნალექებით;
აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს, ხელს უწყობს ნაყოფის უფრო მეტჯერ ჩამოყალიბებას;
მნიშვნელოვნად ზოგავს სახსრებს;
ამცირებს დაავადებების გამომწვევთა შეგუების ალბათობას.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 3მლ, 5ლ |
---|