სტრაჟი
103.00 ლარი–945.00 ლარი
სისტემური ფუნგიციდი ხილ-კენკროვანი ნარგავებისა და ყურძნის დაავადებების წინააღმდეგ.
მოქმედი ნივთიერება: ციპროდინილი, 500 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:ანილინოპირიმიდინები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: გააჩნია ძალზე ძლიერი სისტემური მოქმედება. ციპროდინილი არღვევს სოკოების სასიცოცხლო ციკლს, უმთავრესად მიცელიუმის მცენარეთა ქსოვილებში შეღწევის და განვითარების დროს, აჩერებს ამინომჟავების ბიოსინთეზს. იგი მოძრაობს აკროპეტალურად და ტრანსლამინარულად.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა:
– ხილ-კენკროვანი ნარგავები – 4;
– ყურძენი – 3.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი
– ვაშლი, ატამი, გარგარი, მსხალი – 30 დღე;
– ყურძენი – 7 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ხეხილი 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედზე);
– ყურძენი 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე);
– მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე).
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმები უნდა შეირჩეს კულტურის განვითარების ფაზის და დაავადების განვითარების ხარისხის მიხედვით. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება.
რეკომენდაცია: დამუშავება უმჯობესია ჩატარდეს ამინდის ხელსაყრელ პირობებში (ატმოსფერული ნალექების არარსებობა, მცირე ნამი, ჰაერის ტემპერატურა 15-დან 25°С-მდე). გამოყენებისათვის ყველაზე ხელსაყრელია ფაზა მწვანე კონუსის წარმოქმნიდან აყვავებამდე. საუკეთესო შედეგი მიიღება პროფილაქტიკური გამოყენების დროს. ნაცრის და სილაქავეების გამომწვევის პირველადი ინფექციების საწინააღმდეგო დამუშავებები ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში. დამატებითი დამუშავებები ტარდება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისას, დამუშავებებს შორის 14 დღის შუალედით, რაც დამოკიდებულია დაავადების განვითარებაზე და ამინდის პირობებზე. დაავადების განვითარების დიდი საშიშროების დროს დამუშავებებს შორის შუალედები უნდა შემცირდეს 7-10 დღემდე. შესხურება არ ჩაატაროთ ნალექების მოსვლამდე 3 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები
გააჩნია მრავალმხრივი დამცავი მოქმედება;
ძალზე ეფექტურია სოკოვანი დაავადებების მრავალი გამომწვევის წინააღმდეგ;
არ ირეცხება ატმოსფერული ნალექებით;
გააჩნია დამცავი და აღმომფხვრელი მოქმედება;
გამოყენება ეკონომიური და მომგებიანია;
ეფექტურად მოქმედებს დაბალ ტემპერატურებზე (5-8°С).
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 5ლ |
---|