ქლორპირივიტ აგრო
34.00 ლარი–299.00 ლარი
მავნებლების გასაკონტროლებელი მოქმედების ფართო სპექტრის კომბინირებული კონტაქტურ-სისტემური ისექტიციდი.
აქტიური ნივთიერება: ქლორპირიფოსი 500 გ/ლ + ციპერმეტრინი 50 მ/ლ.
პრეპარატის ფორმა:ემულსიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:ფოსფორორგანული ნაერთები + სინთეტიკური პირეტროიდები.
თავსებადობა: თავსებადია ნეიტრალური რეაქციის მქონე სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, თუმცა, პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.). არ არის რეკომენდებული სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებთან ერთად დატანა (ფორმულა, მილადარი). ასეთ შემთხვევაში დამუშავებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 10 დღე.
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: მკვეთრად გამოხატული კონტაქტურ-სისტემური მოქმედების ინსექტიციდი ფუმიგაციური ეფექტით. პრეპარატი არის ქოლინესთერაზას სინთეზის ინჰიბიტორი. იგი ზემოქმედებს მავნებლების ნერვულ სისტემაზე, იწვევს დამბლას, შემგომ კი კვდომას.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 2.
დალოდების პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე: ხილ-კენკროვანი ნარგავები, კარტოფილი, ჭარხალი, რაფსი – 40 დღე; ციტრუსები, ყურძენი მარცვლოვანი და მარცვლოვან-პურეული კულტურები – 30 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედი), ხილისა და კენკრის ნარგავები, ციტრუსები: 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედი) (დამოკიდებულია ნარგავების განვითარების ფაზაზე და ასაკზე), ყურძენი – 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ / მეასედი).
რეკომენდაცია: პრეპარატის სამუშაო ხსნარის დატანა ხდება რეკომენდებულ ნორმებში (იხ. ცხრილი) დილას (10 საათამდე) და საღამოს (18-22) საათებში ქარის მინიმალური სიჩქარის დროს (არაუმეტეს 5მ/ს), არაუმეტეს 25°C ჰაერის ტემპერატურაზე. დამუშავებას შორის დროის ინტერვალი დამოკიდებულია მავნებლების ახალი პოპულაციის გამოჩენაზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველ პირობებში (ცივ ან ძალიან ცხელ ამინდში, მომატებული დატენიანებისას და მაშინ, როდესაც ნარგავები ჩაწოლილ მდგომარეობაშია), აგრეთვე, როდესაც ნალექის მოსვლის შემდეგ ფოთლები სველია. დამცავი ღონისძიებების დროულად ჩატარება და პრეპარატის დატანის მაღალტექნოლოგიურობა ხელს უწყობს მისი ეფექტურობის ზრდას. მცენარეების დამუშავება უნდა მოხდეს 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. მავნებლების სახეობების, ხარჯვის ნორმებისა და გარემო პირობების მიხედვით დამცავი ეფექტის ვადა შეიძლება იყოს 21 დღე.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–2 კლასი.
დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოებისთვის გასვლის ვადა: შესხურებიდან 4 დღე, ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვა%8
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 5ლ |
---|