ცელიტელი
5.00 ლარი–46.00 ლარი
კომბინირებული კონტაქტურ-სისტემური ფუნგიციდი მრავალი ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურის დასაცავად.
მოქმედი ნივთიერება: მანკოცები, 640 გ/კგ + მეტალაქსილი, 80 გ/კგ.
პრეპარატის ფორმა: სველებადი ფხვნილი.
ქიმიური ჯგუფი: დითიოკარბამინის მჟავას წარმოებულები + ფენილამიდების ჯგუფის წარმოებულები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექები, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: კონტაქტურ-სისტემური მოქმედება. მანკოცები არის კონტაქტური ფუნგიციდი, რომელიც უზრუნველყოფს მცენარის გარეგან დაცვას, წარმოქმნის მასზე «დამცავ აფსკს», და ერთდროულად არის სხვა დაავადებების მიმართ გამძლეობის ძირითადი რგოლი. მეტალაქსილი სწრაფად შეიწოვება და ვრცელდება მცენარეში და იცავს მას, მათ შორის ახალ აღმონაცენებსაც, მიუხედავად ინფექციის სიძლიერისა. ის თრგუნავს მიცელიუმის ზრდას მცენარის ქსოვილებში, თავიდან გვაცილებს სპორების წარმოქმნას და გააჩნია ინფექციისშემდგომი მოქმედება.
დამუშავების მაქსიმალური რაოდენობა ერთ სეზონში: 3.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი
– ყურძენი, ხილ- კენკროვანი ნარგავები – 30 დღე;
– ბოსტნეული – 20 დღე;
– ბაღჩეული კულტურები – 10 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ხილ-კენკროვანი ნარგავები500-1000ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედზე),
– ყურძენი 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე),
– მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე).
სამუშაო ხსნარის მომზადება:
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის სასხურებლის (ზურგსაკიდი სასხურებლის) ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება.
რეკომენდაცია: ცელიტელი უნდა გამოიყენოთ პროფილაქტიკური მიზნით, ესე იგი კულტურულ მცენარეებზე დაავადების განვითარების ხილული ნიშნების გამოჩენამდე. პირველი დამუშავება უმჯობესია ჩატარდეს დაავადების განვითარებამდე, მაგრამ არა უგვიანეს იმ დროისა, როდესაც კარტოფილი, პომიდორი და კიტრი გადაფარავს მწკრივებს. კარტოფილის, პომიდორის და კიტრის ბოლო შესხურების ვადაა ღეროს აქტიური ზრდის შეწყვეტა. ბოლო დამუშავების შემდეგ არა უგვიანეს 7 დღისა უნდა ჩატარდეს შესხურება კონტაქტური ფუნგიციდით გარტით. ცელიტელი შეიძლება გამოვიყენოთ სეზონში 2-3-ჯერ, დამუშავებებს შორის 10-14 დღის შუალედით. დაავადების განვითარების დიდი საშიშროების დროს დამუშავებებს შორის შუალედები უნდა შემცირდეს 10 დღემდე. მაკრო და მიკრო სასუქებთან შერეული სამუშაო ხსნარის ხარისხიანად მომზადების და გამოყენების ტექნოლოგია, აგრეთვე დამცავი ღონისძიებების ჩასატარებლად ამინდის ხელსაყრელი პირობები პრეპარატის ეფექტური მოქმედების საწინდარია.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები:
ცუდი ამინდის პირობებშიც საიმედოდ იცავს მცენარეებს დაავადებებისაგან;
აძლიერებს კულტურის გამძლეობას და უზრუნველყოფს მოსავლის მატებას;
აღწევს მცენარის დაუმუშავებელ ნაწილებში, არ ირეცხება წვიმით;
უზრუნველყოფს კარტოფილის დაცვას საცავებში შენახვის დროს.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1კგ, 50გ |
---|