ზახისნიკი
4.00 ლარი–370.00 ლარი
სისტემური მოქმედების ფუნგიციდი მცენარეთა მრავალი დაავადების წინააღმდეგ.
მოქმედი ნივთიერება: თიოფანატ-მეთილი, 500 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:ბენზიმიდაზოლები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ პრეპარატების თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: სისტემური ფუნგიციდი. გააჩნია დამცავი და სამკურნალო მოქმედება. მოქმედი ნივთიერება შეიწოვება მცენარის მიწისზედა ვეგეტაციური ორგანოების მიერ, აკროპეტალურად (ქვემოდან) ვრცელდება წვენთა სისტემით, ამუხრუჭებს უჯრედის ბირთვის გაყოფას, აფერხებს სოკოს ზრდას და უჩერებს სუნთქვას, ამის შედეგად კი წყდება მიკროტოქსინების გამომუშავება.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა:
– ხილ-კენკროვანი ნარგავები და ყურძენი — 3;
– სხვა კულტურები — 2.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– ხეხილი, პარკოსნები, მარცვლოვანები, მზესუმზირა – 20 დღე;
– ყურძენი – 30 დღე;
– ბოსტნეული – 15 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ხეხილი 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/ მეასედზე),
– ყურძენი 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე),
– მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე).
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება.
რეკომენდაცია შესხურებები უნდა ჩატარდეს პროფილაქტიკის მიზნით დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ან დაავადების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე. დამცავი ღონისძიებების დროულად ჩატარება, პრეპარატის შეტანის ტექნოლოგიების ხარისხი, ამინდის ხელსაყრელი პირობები (ატმოსფერული ნალექების არარსებობა, მცირე ნამი), ჰაერის ტემპერატურა 15-დან до 25°С-მდე) ეფექტური მოქმედების და კარგი მოსავლის მიღების საწინდარია.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები:
შესანიშნავად ერწყმის პროფილაქტიკური, სამკურნალო და აღმომფხვრელი თვისებები;
გააჩნია სწრაფი და ერთდროულად ხანგრძლივი მდგრადი დამცავი თვისებები (2 კვირაზე მეტი);
გამოიყენება ერთდროულად მცენარეთა მრავალი დაავადების წინააღმდეგ;
დამუშავებისთანავე სწრაფად აჩერებს დაავადების განვითარებას;
ხანგრძლივი მოქმედების წყალობით მნიშვნელოვნად ზოგავს სახსრებს;
საუკეთესო პრეპარატია მექანიკურად დაზიანებული მცენარეების დასამუშავებლად (ტოტების ჩამომტვრევის, მოჭრის, სეტყვის და ა. შ. შემდეგ).
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1ლ, 30მლ, 5ლ |
---|