ტანდემი
1.50 ლარი–140.00 ლარი
მცენარეების დამცავი საშუალებების ეფექტურობის გასაზრდელი მიმწებებელი სა- შუალება.
საიმედო ბარიერი, რომელიც ბუნებამ მცენარეში სხვადასხვა სოკოვანი და ვირუსული ინფექციის შეღწევისგან, ამინდის პირობების უარყოფითი ზემოქმედებისგან და გარემოში არსებული სხვადასხვა ობიექტებისგან დასაცავად წარმოშვა, არის დამცავი აპკი, რომელიც ცვილის ნადების სახით ჩამოყალიბდა. თუმცა, მცენარეული წარმოშობის ცვილები მნიშვნელოვნად აუარესებს პესტიციდების შეღწევას, რომლებიც გამოიყენება მცენარეების სარეველასგან, მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად და საკმაოდ ამცირებს მათ ეფექტურობას. პრეპარატების აქტიური ნივთიერება რჩება მცენარეზე დამუშავების დროს, ექცევა მზის სხივის, ატმოსფერული ნალექების და ქარის ნაკადების მყისიერ ზემოქმედების ქვეშ. ზედაპირზე აქტიური „ტანდემის“ გამოყენება ხელს უწყობს პრეპარატის მცენარეში სწრაფ შეღწევას, ისე რომ არ არღვევს ცვილის ნადებს. მისი დახმარებით პესტიციდის მოქმედება ძლიერდება და მნიშვნელოვნად ხანგრძლივი ხდება, რაც მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან უფრო ხარისხიან და საიმედო დაცვას უწყობს ხელს.
შემადგენლობა: ზედაპირზულად აქტიური ნივთირებების ნარევი.
პრეპარატის ფორმა: ხსნადი კონცენტრატი.
თავსებადობა: თავსებადია მცენარის დამცავ ყველა საშუალებასთან.
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: პრეპარატი ამცირებს სამუშაო ხსნარის დატვირთვას ზედაპირზე და უზრუნველყოფს ერთიანი აპკის ფორმირებას, ამცირებს მისი მცენარის ფოთლების ზედაპირიდან ჩამოწვეთას, რაც ხელს უწყობს მცენარეთა დამცავი საშუალებების უკეთესად მიკრობას და მცენარის მიერ მათ შთანთქმას. ამგვარად, პრეპარატი ზრდის პესტიციდების მოქმედების ეფექტურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ ან გრილ ამინდში, როდესაც მცენარეთა ზრდა შენელებულია და მათზე სამუშაო ხსნარის შეტანა რთულდება.
დამუშავებების მაქსიმალური რაოდენობა და მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– მცენარის დამცავი საშუალებების გამოყენების რეგლამენტის თანახმად.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
ტანდემი გამოიყენება ავზის ხსნარში პესტიციდებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე შესხურების დროს მცენარის ყველა დამცავი საშუალების გამოყენების რეგლამენტის თანახმად კონცენტრაციით 0,1-0,2 % (100-200 მლ 100 ლ წყალზე). სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ წყლით მოცულობის 1/3–ზე ან ნახევრამდე მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; შემდეგ გავაჩეროთ მორევის რეჟიმი და დავუმატოთ ტანდემი, რის შემდეგაც სასხურებლის რეზერვუარი მთლიანად ავავსოთ წყლით, მორევის რეჟი- მი კი ისევ ავამუშაოთ.
* ჰაერის ტემპერატურის რეჟიმის მკვეთრი ცვლილება პრეპარატის თვისებებზე უარყოფითად მოქმედებს.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზებულ და ხელის სამუშაოებზე გასვლის ვადა – არ არის განსაზღვრული.
პრეპარატის უპირატესობები:
ხელს უწყობს სამუშაო ხსნარის მცენარეებზე უკეთესად მიკრობას, რითაც იზრდება მისი ეფექტურობა და მოქმედების ხანგრძლივობა, აგრეთვე ამცირებს ფოთლის ზედაპირიდან ჩამოდინებით გამო- წვეულ უნებლიე დანაკარგებს;
ხელს უწყობს მცენარეებში პესტიციდების აქტიური ნივთიერებების სწრაფ და უფრო სრულყოფილად შეღწევას;
აუმჯობესებს მცენარეთა დამცავი საშუალებების მოქმედების სტა- ბილურ ეფექტურობას;
საშუალებას იძლევა მოახდინოთ პრეპარატის რაოდენობის და ხარჯვის ნორმების ოპტიმიზაცია;
არაალებადია და არ იწვევს შემასხურებლის სამუშაო ნაწილების კოროზიას, არ ორთქლდება;
უზრუნველყოფს პრეპარატის ავზის ნარევების მაღალ ეფექტურობას კულტურების გაშენების ტექნოლოგიის დაცვის შემთხვევაში;
აპკის დროული ფორმირება, გამოსაყენებლად მოსახერხებელი;
განვითარების კრიტიკულ ფაზებში ავსებს და აძლიერებს ორგანოგენეზისის ეტაპებს;
აუმჯობესებს კულტურის მცენარეების პროდუქტიულ პროცესებს
იძლევა მაღალი აგროეკონომიკური ეფექტურობის გარანტიას სხვა აგროქიმიკატებთან ერთად კომბინირებულად გამოყენების დროს;
უნივერსალური მოხმარება სოფლის მეურნეობის კულტურებში რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებისას;
ტანდემის გამოყენებისას მცენარეების მიერ მცენარეთა დამცავი საშუალე- ბების ათვისების კოეფიციენტი 100%-ს აღწევს;
ადამიანისთვის არატოქსიკური და გა- რემოსთვის უსაფრთხოს.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 10მლ, 1ლ, 5ლ |
---|---|
VAT | yes |