ანტიხრუში
5.00 ლარი–480.00 ლარი
ძალიან ძლიერი კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებისა და ხილ-კენკროვანი ნარგავების მავნებლების ფართო სპექტრის გასანადგურებლად.
მოქმედი ნივთიერება: ბიფენტრინი100 გ/ლ + იმიდაკლოპრიდი 100 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა: სუსპენზიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი: სინთეტიკური პირეტროიდები+ნეონიკოტინოიდები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. შეწამვლის დროს დასაშვებია ფუნგიციდური და მასტიმულირებელი მოქმედების პრეპარატთან ერთად გამოყენება. პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: კონტაქტურ-სისტემური მოქმედება. ანტიხრუშის შემადგენლობაში შედის ახალი თაობის ორი ინსექტიციდური აქტიური ნივთიერება, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ და ავსებენ ერთმანეთს. ანტიხრუში კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდია, რომელიც ახდენს რა მავნე მწერების სასიცოცხლო ფუნქციების ბლოკირებას, ანგრევს მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს სწრაფ კვდომას. ამას გარდა ანტიხრუში ირიბად ამცირებს მცენარეების დაავადების გავრცელებას, რამდენადაც ეფექტურად მოქმედებს მავნებლებზე, რომლებიც არამარტო აზიანებენ კულტურას, არამედ მეორადი სოკოვანი და ვირუსული ინფექციების განვითარების ხელსაყრელ პირობებსაც ქმნიან. ამგვარად თავისი კომბინირებული მოქმედების გამო ანტიხრუში უზრუნველყოფს მთელი რიგი კულტურების საიმედო დაცვას სხვადასხვა მავნებლებისგან.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 2.
დალოდების პერიოდი დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე: 30 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: ხილისა და კენკრის ნარგავები, ციტრუსი: 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედი) (დამოკიდებულია ნარგავების განვითერბის ფაზაზე და ასაკზე), ყურძენი – 500-800 ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედი).
რეკომენდაცია: სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.
შესახურება ხორციელდება მცენარის ფოთლებისა და ფუძის ხსნარით ზომიერად დაფარვით.
პრეპარატის სამუშაო ხსნარის დატანა ხდება რეკომენდებულ ნორმებში (იხ. ცხრილი). სამუშაოების ჩატარება რეკომენდებულია დილას (10 საათამდე) და საღამოს (18-22) საათებში ქარის მინიმალური სიჩქარის დროს (არაუმეტეს 5 მ/ს და არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე). დამუშავებას შორის დროის ინტერვალი დამოკიდებულია მავნებლების ახალი ნაკადის გამოჩენაზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველ პირობებში (ცივ ან ძალიან ცხელ ამინდში, მომატებული დატენიანებისას და მაშინ, როდესაც ნარგავები ჩაწოლილ მდგომარეობაშია), აგრეთვე, როდესაც ნალექის მოსვლის შემდეგ კულტურების ფოთლები სველია.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოებისთვის გასვლის ვადა: – შესხურებიდან 3 დღე, ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვადა – შესხურებიდან 7 დღე.
პრეპარატის უპირატესობები:
დაცვითი მოქმედების ფართო სპექტრი;
მაღალეფექტურობა და დაბალი ტოქსიკურობა;
რეზისტენტულობის განვითარების პროფილაქტიკა;
ხარჯვის დაბალი ნორმა;
დაცვითი მოქმედების ხანგრძლივი პერიოდი;
არაფიტოტოქსიკურობა (რეკომენდებული გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კულტურებისთვის უსაფრთხოა);
ეფექტურია მავნებლების ფორმირების ძირითად სტადიებზე (მატლი, ზრდასრული არსებები).
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 30მლ, 5ლ |
---|