ფასი
1.50 ლარი–51.00 ლარი
მაღალეფექტური კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სინთეტიკური პირეტროიდების ჯგუფიდან კულტურის მცენრაეების მავნებლების ფართო სპექტრის გასანადგურებლად.
აქტიური ნივთიერება: ალფა-ციპერმეტრინი 100 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა: ემულსიის კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი: სინთეტიკური პირეტროიდები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა, თუმცა ყოველი პესტიციდის საავზე ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი სინთეტიკურ პირეტროიდებს განეკუთვნება. პრეპარატის მოქმედება იწვევს კვდომას მავნებლების ნერვული უჯრედების ძლიერ აღგზნების გზით, რის შედეგადაც ვითარდება ცენტრალური და პერიფერიოლი ნერვული სისტემის დამბლა.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 2.
დალოდების პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე: ბოსტნეული, მარცვლოვანი და პურეული, ლობიოსებრი – 30 დღე; ხილ-კენკროვანი ნარგავები – 45 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედი), ხილისა და კენკრის ნარგავები, ციტრუსები: 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედი) (დამოკიდებულია ნარგავების განვითარების ფაზაზე და ასაკზე).
სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს (ზურგჩანთის ტიპის სასხურს) ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს სრული მოცულობის ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.
რეკომენდაცია: შესხურება უნდა დაიწყოს მავნებლების გამოჩენის პირველივე ნიშნებისას. დამუშავება ხორციელდება მაღალეფექტური აპარატურის გამოყენებით, ხსნარით მცენარის მიწისზედა ნაწილის ზომიერი დაფარვით და ფოთლების მთელი ზედაპირის საკმაო დანამვით ყველა მხრიდან, ისე რომ არ დაწვეთოს დამუშავებული ზედაპირიდან. პრეპარატის სამუშაო ხსნარის დატანა ხდება რეკომენდებულ ნორმებში (იხ. ცხრილი) სამუშაოების ჩატარება რეკომენდებულია დილას (10 საათამდე) და საღამოს (18- 22) საათებში ქარის მინიმალური სიჩქარის დროს (არაუმეტეს 5 მ/ს და არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე). შესხურებებს შორის დროის ინტერვალი დამოკიდებულია მავნებლების ახალი ნაკადის გამოჩენაზე. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული არასასურველ პირობებში (ცივ ან ძალიან ცხელ ამინდში, მომატებული დატენიანებისას და მაშინ, როდესაც ნარგავები ჩაწოლილ მდგომარეობაშია), აგრეთვე, როდესაც ნალექის მოსვლის შემდეგ კულტურების ფოთლები სველია. დამცავი ღონისძიებების დროულად ჩატარება და პრეპარატის დატანის მაღალტექნოლოგიურობა მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტურობას. დამუშავებას შორის დროის ინტერვალი – მავნებლების განმეორებით გამოჩენისას.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–2 კლასი.
დამუშავების შემდეგ დამუშავებულ ფართობზე მექანიზირებული სამუშაოებისთვის გასვლის ვადა: – შესხურებიდან 4 დღე, ხელის სამუშაოებისთვის გასვლის ვადა – შესხურებიდან 10 დღე.
პრეპარატის უპირატესობები:
ხარჯვის დაბალი ნორმები;
ეფექტური მოქმედება მავნებლების ფორმირების ძირითად სტადიებზე;
თბილსისხილიანებისთვის ნაკლებად ტოქსიკური და გარემოსთვის უსაფრთხო;
მავნებლებზე ახდენს ხანგრძლივ ზემოქმედებას;
გამოყენების ეკოლოგიურობა და ეკონომიურობა.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 0.5ლ, 1ლ, 4მლ |
---|