გარტი
5.00 ლარი–92.00 ლარი
კონტაქტური მოქმედების ფართო სპექტრის ფუნგიციდი.
სოკოვანი დაავადებების გამომწვევ პათოგენების აღსაკვეთად.
მოქმედი ნივთიერება: სპილენძის ჰიდროქსიდი, 770 გ/კგ.
პრეპარატის ფორმა:სველებადი ფხვნილი.
ქიმიური ჯგუფი:სპილენძის ჯგუფის პრეპარატი.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან, გარდა ორგანოფოსფატებისა (ანტიკლეშჩ მაქსი, დიმევიტი, ქლორპირივიტ-არგო) და პრეპარატებისა, რომლებიც ავზში წარმოქმნიან ნარევის მცირემჟავიან რეაქციას (рН ნაკლებია 5,5-ზე). სამუშაო ხსნარების მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: დამუშავებულ ზედაპირთან შეხებისას სოკოს სპორები შთანთქავს სპილენძს, ეს კი აფერხებს მათ ზრდას და უჯრედების გაყოფას. სპილენძი იწვევს დაავადების გამომწვევების ნივთიერებათა ცვლის დარღვევას ფერმენტაციული რეაქციის დათრგუნვის გზით, რაც ძალიან ამცირებს კულტურულ მცენარეზე მათი ზემოქმედების ძალას.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა – 4. ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი – 30 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ყურძნის დამუშავება – 500-800 ლ/ჰა, (5,0-8,0 ლ/მეასედზე),
– ხეხილი – 500-1000 ლ/ჰა (5,0-10 ლ/მეასედზე),
– მინდვრის კულტურები – 200-300 ლ/ჰა (3,0-5,0 ლ/მეასედზე).
განმეორებით დამუშავებებს ატარებენ 7-8 დღის შუალედით, ამინდის პირობების და ინფექციური ფონის მიხედვით.
რეკომენდაცია სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება. პრეპარატის სამუშაო ხსნარი შეაქვთ რეკომენედებული ნორმებით (იხ. ცხრილი), დილით (10 სთ-მდე) ან საღამოს (18-22 სთ), როცა ქარის სიჩქარე არ აჭარბებს 5 მ/წმ-ს, და ჰაერის ტემპერატურა არ არის 25°С-ზე მეტი, ზურგსაკიდი, შტანგური ან ვენტილატორული სასხურებლის გამოყენებით შესაბამისი კულტურებისათვის. საუკეთესო შედეგი მიიღება, როდესაც პრეპარატს იყენებენ პროფილაქტიკისთვის ან ინფექციის განვითარების ადრეულ სტადიებზე – დაავადებათა ხილული ნიშნების გამოჩენამდე. პროფილაქტიკური დამუშავებები პირველადი ინფექციების საწინააღმდეგოდ ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში, დამატებითი დამუშავებები ტარდება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მისი პირველი ნიშნების გამოჩენისას. შესხურება არ ჩაატაროთ ნალექების მოსვლამდე 4-5 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში და ნალექების მოსვლის შემდეგ 4-5 საათის განმავლობაში.
პრეპარატის ეფექტური მოქმედებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაფარვის ხარისხს შესხურების დროს (ფოთლების მთელი ზედაპირის საკმარისი დასველება დამუშავებული ზედაპირიდან სამუშაო ხსნარის ჩამოუღვრელად). არ გამოიყენოთ წყალი, რომლის рН ნაკლებია 5-ზე და მეტია 10-ზე, რადგან ასეთი მჟავიანობის დროს პრეპარატი იშლება სპილენძის ჟანგამდე.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–2 კლასი (საშიშია თვალებში მოხვედრის დროს).
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები:
ძალზე ეფექტურია სოკოვანი დაავადებების მრავალი გამომწვევის წინააღმდეგ;
იხარჯება ნაკლები პრეპარატი;
იწყებს მოქმედებას გამოყენებისთანავე;
იცავს კულტურას გაზაფხულის სუსხისაგან;
უსაფრთხოა გარემოსათვის.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 2კგ, 60გ |
---|