თი რექსი
89.00 ლარი
კომბინირებული სისტემური ფუნგიციდი მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
მოქმედი ნივთიერება: პროპიკონაზოლი, 150 გ/ლ + ტრიადიმეფონი, 150 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:კონცენტრატი, ემულგირებადი.
ქიმიური ჯგუფი:ტრიაზოლების წარმოებულები.
თავსებადობა: თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: სისტემური მოქმედება. პრეპარატი თრგუნავს დაავადების გამომწვევის საკვები ნივთიერებების ბიოსინთეზს, აძლიერებს ფოტოსინთეზს კულტურული მცენარეების ფოთლებში. დაავადების გამომწვევის დათრგუნვა ხდება მცენარის ქსოვილში მოქმედი ნივთიერებების შეღწევისთანავე.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა:
– თავთავიანი მარცვლეული,
– ჭარხალი – 1,
– ხეხილი, ყურძენი – 3,
– თავთავიანები, ჭარხალი – 1,
– ხეხილი, ყურძენი – 3.
ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე მოცდის პერიოდი:
– თავთავიანი მარცვლეული – 30 დღე;
– სხვა კულტურები – 20 დღე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა:
– ხეხილი 500-1000 ლ/ჰა (5,0- 10 ლ/მეასედზე),
– ყურძენი 500-ლ/ჰა (5,0-8,0 ლ/მეასედზე),
– მინდვრის კულტურები 200-300 ლ/ჰა (2,0-3,0 ლ/მეასედზე).
რეკომენდაცია: სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შესასხურებელი მოწყობილობის ავზს 1/3-ით ავსებენ სუფთა წყლით მორევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ საჭირო რაოდენობის პრეპარატს, შემდეგ ავზს ბოლომდე ავსებენ წყლით. შესხურების (შეწამვლის) დროს მორევის რეჟიმი ჩართული უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამუშაო ხსნარის ერთგვაროვნება. შეასხურება ტარდება ვეგეტაციის პერიოდში პროფილაქტიკისათვის და დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისას. შესხურებას ატარებენ ახლად მომზადებული ხსნარით მშრალ ამინდში, როცა ქარის სიჩქარე არ აჭარბებს 5 მ/წმ-ს, უმჯობესია დილის (10 სთ-მდე) და საღამოს (18-21 სთ) საათებში, და არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა კულტურების მეზობელ ნარგავებზე. პრეპარატის ეფექტური მოქმედებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაფარვის ხარისხს შესხურების დროს (ფოთლების მთელი ზედაპირის საკმარისი დასველება დამუშავებული ზედაპირიდან სამუშაო ხსნარის ჩამოუღვრელად) და გარემოს ხელსაყრელ ჰიდროთერმულ პირობებს. საუკეთესო შედეგი მიიღება პროფილაქტიკური გამოყენების დროს. პროფილაქტიკური დამუშავებები ნაცრის გამომწვევის პირველადი ინფექციის საწინააღმდეგოდ ტარდება ვეგეტაციის დასაწყისში. დამატებითი დამუშავებები ტარდება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მისი პირველი ნიშნების გამოჩენისას. დამუშავებებს შორის შუალედია 10-14 დღე.
ტოქსიკურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე მექანიზებული სამუშაოების ჩასატარებლად მუშაკების გამოსვლის ვადები – 3 დღე, ხელის სამუშაოების ჩასატარებლად – 7 დღე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები:
მოქმედებს მცენარეთა მრავალ დაავადებაზე;
გააჩნია ხანგრძლივი დამცავი და სამკურნალო მოქმედება;
გამოყენების ნორმების დაცვისას უსაფრთხოა კულტურისათვის;
არ არის მომწამვლელი ადამიანებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, გარემოსთვის;
გამოყენება ეკონომიური და მომგებიანია.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1ლ, 5ლ |
---|