ნოვოფერტ «ყურძენი» NPK 2,5-40-25+2MgO+2S+2B, 0.1 კგ
6.20 ლარი
ნოვოფერტის მარკის სასუქი – 100%-ით წყალში ხსნადია, არ შეიცავს ქლორს, შეიცავს მიკროელემენტების ბალანსირებულ კომპლექსს: აზოტი (N), ფოსფორი(P), კალიუმი (K). გარდა ამისა სასუქის შემადგენლობაში შედის ბორი (B), მაგნიუმის (Mg) და გოგირდის (S).
დანიშნულება: გამოიყენება ყურძნისათვის.
გამოყენების წესი და დოზები: 10 ლიტრ უქლორო წყალში (დამდგარში) ჩაყარეთ 4 საზომი კოვზი სასუქი და აურიეთ (1 საზომი კოვზი უდრის 10 გრამს). ხსნარი მზადაა გამოსაყენებლად წვეთოვანი მორწყვის მეთოდით, ჰიდროპონიკით, ფესვებ ქვეშ მორწყვით ან ფოთლოვან ზედაპირზე შესხურებით ერთხელ 10-12 დღეში დილის ან საღამოს საათებში. სასუქის გამოყენება რეკომენდირებულია გარემო ტემპერატურის არანაკლებ +10°С-სა. 10 ლიტრი ხსნარი საკმარისია 5 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად (მორწყვის შემთხვევაში) ან 200 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად შეშხურების მეთოდით.
პროდუქტის აღწერილობა
პროდუქტის აღწერილობა
N-2,5%, P2O5 -40%, K2O-25%, MgO-2%, S-2%, B-2%
PH- 5,1-მდე
მახასიათებლები: რეკომენდირებულია გაატაროთ სამი დამუშავება მცენარის განვითარების შემდეგ ეტაპებზე:
1)ყვავილობის დასრულება – კვირტობის პერიოდი; 2) მტევნის ფორმირება; 3) მომწიფების დასაწყისი.
ვეგეტაციის სტადიის დასაწყისში, ზრდის სტიმულირებისთვის, აუცილებელია აწარმოოთ 1-2 კვება სასუქით „ნოვოფერტ უნივერსალი“. სანაყოფე კვირტების ჩასადებად, რომლებიც აყალიბებენ მომავალი წლის მოსავალს, აუცილებელია ჩაატაროთ 1-2 დამუშავება მოსავლის აღებისთანავე.
ნოვოფერტის სასუქის უპირატესობა:
– ხელს უშლის კვირტების ცვენას;
– ხელს უწყობს ყურძნის მტევნის თანაბარ ფორმირებასა და მომწიფებას;
-ზრდის მტევნის საშუალო მასას, აუმჯობესებს ყურძნის ხარისხს, ხელს უწყობს ერთწლიანი წამონაზარდის მომწიფებას.
– კომბინირებული გამოყენების საშუალება პრაქტიკულად ყველა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან ერთ სამუშაო ხსნარში. აუცილებელია წინასწარი ტესტირება ნადების გამოყოფის არქონაზე.
შენახვის პირობები: მოარიდეთ ნესტს და პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს, წამლებს და შხამ-ქიმიკატებს.
უსაფრთხოების ზომები: იმუშავეთ დამცავი ხელთათმანებით და სათვალეებით. სამუშაოს დასრულებისთანავე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით. თვალში მოხვედრის შემდხვევაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. ორგანიზმში მოხვედრისას – დალიეთ რამოდენიმე ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ პირღებინება. მიმართეთ ექიმს.