ნოვოფერტ 12-6-28+7,5 CaO+ მიკროელემენტები, 25 კგ
186.00 ლარი
ნოვოფერტის მარკის სასუქი – 100%-ით წყალში ხსნადია, არ შეიცავს ქლორს, შეიცავს მიკროელემენტების ბალანსირებულ კომპლექსს: აზოტი (N), ფოსფორი(P), კალიუმი (K) და მიკროელემენტებს: სპილენძი (Cu), რკინა (Fe), ცინკი (Zn), მარგანეცი (Mn) ჰელატურ ფუძეზე, რომელიც ზრდის კვებითი ელემენტების ათვისების კოეფიციენტს 90-95%-ით. გარდა ამისა სასუქის შემადგენლობაში შედის კალციუმის (CaO), ბორი (B) და მოლიბდენი (Mo).
გამოყენების წესი და დოზები: 10 ლიტრ უქლორო წყალში (დამდგარში) ჩაყარეთ 2 საზომი კოვზი სასუქი და აურიეთ (1 საზომი კოვზი უდრის 10 გრამს). ხსნარი მზადაა გამოსაყენებლად წვეთოვანი მორწყვის მეთოდით, ჰიდროპონიკით, ფესვებ ქვეშ მორწყვით ან ფოთლოვან ზედაპირზე შესხურებით ერთხელ 10-12 დღეში დილის ან საღამოს საათებში. სასუქის გამოყენება რეკომენდირებულია გარემო ტემპერატურის არანაკლებ +10°С.
პროდუქტის აღწერილობა
N-12%, P2O5 -6%, K2O-28%, CaO-7,5%, B-0,9%, Fe-0,07%, Mn-0,04%, Zn-0,02%,Cu-0,015%, Mo-0,005%
PH- 6,5
შენახვის პირობები: მოარიდეთ ნესტს და პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს, წამლებს და შხამ-ქიმიკატებს.
უსაფრთხოების ზომები: იმუშავეთ დამცავი ხელთათმანებით და სათვალეებით. სამუშაოს დასრულებისთანავე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით. თვალში მოხვედრის შემდხვევაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. ორგანიზმში მოხვედრისას – დალიეთ რამოდენიმე ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ
პირღებინება. მიმართეთ ექიმს.