ნოვოფერტ NPK 19-19-19+1MgO+მიკროელემენტები, 25 კგ
236.00 ლარი
ნოვოფერტის მარკის სასუქი – 100%-ით წყალში ხსნადია, არ შეიცავს ქლორს, შეიცავს მიკროელემენტების ბალანსირებულ კომპლექსს: აზოტი (N), ფოსფორი(P), კალიუმი (K) და მიკროელემენტებს: სპილენძი (Cu), რკინა (Fe), ცინკი (Zn), მარგანეცი (Mn) ჰელატურ ფუძეზე, რომელიც ზრდის კვებითი ელემენტების ათვისების კოეფიციენტს 90-95%-ით. გარდა ამისა სასუქის შემადგენლობაში შედის მაგნიუმის (MgO), გოგირდის (S), ბორი (B) და მოლიბდენი (Mo).
დანიშნულება: გამოიყენება ყველა ტიპის მცენარეებისთვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
გამოყენების წესი და დოზები: 10 ლიტრ უქლორო წყალში (დამდგარში) ჩაყარეთ 2 საზომი კოვზი სასუქი და აურიეთ (1 საზომი კოვზი უდრის 10 გრამს). ხსნარი მზადაა გამოსაყენებლად წვეთოვანი მორწყვის მეთოდით, ჰიდროპონიკით, ფესვებ ქვეშ მორწყვით ან ფოთლოვან ზედაპირზე შესხურებით ერთხელ 10-12 დღეში დილის ან საღამოს საათებში. სასუქის გამოყენება რეკომენდირებულია გარემო ტემპერატურის არანაკლებ +10°С. 10 ლიტრი ხსნარი საკმარისია 5 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად (მორწყვის შემთხვევაში) ან 200 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად შეშხურების მეთოდით.
Out of stock
პროდუქტის აღწერილობა
N-19%, P2O5 -19%, K2O-19%, MgO-1%, S-1%, B-0,1%, Fe-0,2%, Mn-0,2%, Zn-0,2%, Cu-0,1%, Mo-0,002%
PH- 5,1-მდე
ნოვოფერტის სასუქის უპირატესობა:
-ავსებს კვებითი ელემენტების დეფიციტს ყველაზე პრობლემურ ნიადაგზე მოყვანის შემთხვევაშიც კი.
-მოცემულ ფორმულას აქვს კვებითი ელემენტების (NPK) მაღალი შემცველობა, რაც იძლევა ფუძისეული სისტემის, ღეროს და ფოთლოვანი ზედაპირის პროპორციული განვითარების საშუალებას, ამასთან ერთად ამზადებს მცენარეს მსხმოიარობისთვის (ნაყოფის მოსაცემად).
– ამაღლებს ნაყოფის მდგრადობას და უსაფრთხოებას ტრანსპორტირების დროს;
– აცილებს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებით მიღებულ სტრესს;
– ეხმარება გვალვისადმი და ყინვისადმი მდგრადობის ამაღლებაში; სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებისადმი იმუნიტეტის ამაღლებაში;
– კომბინირებული გამოყენების საშუალება პრაქტიკულად ყველა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან ერთ სამუშაო ხსნარში. აუცილებელია წინასწარი ტესტირება ნადების გამოყოფის არქონაზე.
შენახვის პირობები: მოარიდეთ ნესტს და პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს, წამლებს და შხამ-ქიმიკატებს.
უსაფრთხოების ზომები: იმუშავეთ დამცავი ხელთათმანებით და სათვალეებით. სამუშაოს დასრულებისთანავე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით. თვალში მოხვედრის შემდხვევაში მოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. ორგანიზმში მოხვედრისას – დალიეთ
რამოდენიმე ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ პირღებინება. მიმართეთ ექიმს.