კვინ სტარ მაქსი
66.00 ლარი–324.00 ლარი
აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური მოქმედების სელექციური ჰერბიციდი ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველების გასანადგურებლად მრავალი სოფლის მეურნეობის კულტურების ნათესებში.
მოქმედი ნივთიერება: ქვიზალოფოპ–პ–ეთილი, 125 გ/ლ.
პრეპარატის ფორმა:ემულგირებადი კონცენტრატი.
ქიმიური ჯგუფი:არილოქსიფენოქსიპროპიონის მჟავის წარმოებულნი.
თავსებადობა: თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით, შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.).
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. მოქმედი ნივთიერება შეიწოვება მცენარის მიწისზედა ნაწილით და საკმაოდ სწრაფი გადაადგილებით მცენარეში აღწევს უშუალო მოქმედების ადგილს, სადაც არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რაც იწვევს სარეველების დაღუპვას.
მოქმედების სპექტრი. შვრიუკა ჩვეულებრივი, შალაფა, ბურჩხა, მელაკუდა, ცოცხა-ბალახი, ძურწა (სახეობები),ჩვეულებრივი შვრია, ღვარძლი, მწყერფეხა, მხოხავი ჭანგა, გლერტა, ქვრიმა, ხორბლის და ქერის ნაქარი, ორფეროვანი სორგო, ინგლისური კოინდარი.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 150-250 ლ/ჰა; 2,0-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.
რეკომენდაცია: დამუშავება უნდა ჩატარდეს სარეველების ინტენსიური ზრდის პერიოდში. დიდი მნიშვნელობა აქვს სარეველებზე ფოთლების საკმარის რაოდენობას, იმისთვის რომ მოქმედი ნივთიერება სწრაფად მოხვდეს მცენარეში. ერთწლიანი სარეველების შესხურება წარმოებული უნდა იქნეს 2-4 ფოთლის ფაზაში, მრავალწლიანების 10-15 სმ სიმაღლემდე. ქვინ სტარ მაქსის გამოყენების ოპტიმალური პირობებია – თბილი ამინდი (15-25°С) ნიადაგის და ჰაერის ოპტიმალური ტენიანობის პირობებში, დაცვითი ღონისძიებების მაღალტექნოლოგიურ პროცესებთან შეთავსებით. არ არის რეკომენდებული ხმარება ავზის ნარევებში ორლებნიანების საწინააღმდეგო ჰერბიციდებთან ერთად შესაბამის კულტურებზე. ასეთ შემთხვევებში დამუშავებების შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3-5 დღეღამეს. არ არის რეკომენდებული ნიადაგის მწკრივთშორისი დამუშავება 7 დღის განმავლობაში კვინ სტარ მაქსის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ. ნუ ჩაატარებთ შესხურებას ნალექების მოსვლამდე 2-3 საათით ადრე ან ნალექების მოსვლიდან 2-3 საათის შემდეგ. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება არახელსაყრელ პირობებში (ცივი ან ძალიან ცხელი ამინდი, გადაჭარბებული ტენიანობა, და პერიოდი, როდესაც სარეველა იმყოფება დამძიმებულ მდგომარეობაში), აგრეთვე, თუ მცენარეები სველია ნალექების მოსვლის შემდეგ.
ტოქსიკურობა ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – 7 დღეღამე დამუშავების შემდეგ.
პრეპარატის უპირატესობები
იდეალურად წყვეტს ნათესების მარცვლოვანი სარეველებისგან გათავისუფლების პრობლემას;
მეტისმეტად «მსუბუქი» გავლენა კულტურულ მცენარეზე;
თესლბრუნვაში მომდევნო კულტურებზე პრეპარატის შემდეგქმედების არარსებობა;
მაღალი ეფექტურობა მარცვლოვანი კულტურების ნაქარის განადგურებაში;
მოქმედების გახანგრძლივებული ვადის გამო შეიძლება გამოყენებული იქნეს სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდის ფაზების ფართო დიაპაზონში;
ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 1ლ, 5ლ |
---|