Description
- მოქმედების მექანიზმი: ტოტალური მოქმედების სისტემური ჰერბიციდი. მოქმედი ნივთიერება წარმოადგენს ფერმენტური სისტემის, რომელსაც ექვემდებარება არომატული ამინომჟავების სინთეზი, ინჰიბიტორს. მცენარეში მოხვედრილი პრეპარატი მიწისზედა ნაწილიდან გადაადგილდება ფესვთა სისტემაში და იწვევს ფერმენტური სისტემის ბლოკირებას, რაც იწვევს სარეველების დაღუპვას.მოქმედების სპექტრი. ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები.
- სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა — 1 (2 საჭიროების შემთხვევაში). ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი. დესიკაციის ჩატარებისას – 14 დღეღამე.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 150-200 ლ/ჰა; 2,0-2,5 л/მეასედზე. მიწისზედა შესხურება ჰერბიციდის სახით 150-200 ლ/ჰა; 1,5-2,0 ლ/მეასედზე; სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. გლიფოვიტის გამოყენება მიზანშეწონილია სარეველების აქტიური ვეგეტაციის პერიოდში: სარეველების სიმაღლე 10-15 სმ–მდე, ან 3-5 ფოთლის ფაზაში. ნუ ჩაატარებთ ნიადაგის დამუშავებას 7-10 დღის განმავლობაში ჰერბიციდის შეტანამდე და შეტანის შემდეგ. არ არის რეკომენდებული გამოყენება 12°С-ზე ნაკლებ ან 25°С-ზე მაღალ ჰაერის ტემპერატურაზე. ნუ ჩაატარებთ შესხურებას თუ სარეველა იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. შესხურების ჩატარების შემდეგ წვიმის არარსებობა 5 საათის განმავლობაში – არის აუცილებელი პირობა მაქსიმალური შედეგების მისაღებად, პირიქით შემთხვევაში ეფექტურობა არსებითად იკლებს. - რეკომენდაცია მრავალწლიანი სახეობების ფესვიანი სარეველების (ღიჭა,ხვართქლა და ა.შ.) მთლიანად განადგურებისათვის მიზანშეწონილია პრეპარატის ხარჯვის ნორმის მაქსიმალურამდე გადიდება. შემოდგომაზე სარეველების ინტენსიური ზრდის შემთხვევაში რეკომენდებულია ნარევების გამოყენება: გლიფოვიტი, 4,0 ლ/ჰა + გოლიაფი, 0,7-0,8 ლ/ჰა, ან გლიფოვიტი, 4,0 ლ/ჰა + აგენტი, 0,4 ლ/ჰა.
- ტოქსიკურობა ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი. დამუშავებულ
- ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – 7 დღეღამე დამუშავების შემდეგ.
- პრეპარატის უპირატესობები
ტოტალური მოქმედების მაღალეფექტური ჰერბიციდი;
პრეპარატის გამოყენება სარეველების ინტენსიური ზრდის პერიოდში (მათი ყვავილობის დაწყებამდე) საშუალებას იძლევა გაანადგუროს ყველა არასასურველი მრავალწლიანი სახეობა;
თესლბრუნვაში მომდევნო კულტურებზე პრეპარატის შემდეგქმედების არარსებობა;
არ გროვდება გარემოს ობიექტებში;
შეიძლება გამოყენება დესიკანტის სახით მოსავლის მოკრეფის წინ;
მატერიალურ–ტექნიკური რესურსების მაქსიმალური ეკონომია.