ნოვოფერტ “მწვანე ბოსტნეული”, 0.25 კგ
5.90 ლარი
ნოვოფერტის მარკის სასუქი – 100%-ით წყალში ხსნადია, არ შეიცავს ქლორს, შეიცავს მიკროელემენტების ბალანსირებულ კომპლექსს: აზოტი (N), ფოსფორი(P), კალიუმი (K) და მიკროელემენტებს: სპილენძი (Cu), რკინა (Fe), ცინკი (Zn), მარგანეცი (Mn) ჰელატურ ფუძეზე, რომელიც ზრდის კვებითი ელემენტების ათვისების კოეფიციენტს 90-95%-ით. გარდა ამისა სასუქის შემადგენლობაში შედის მაგნიუმის (MgO), გოგირდის (S), ბორი (B) და მოლიბდენი (Mo).
გამოყენების წესი და დოზები: 10 ლიტრ უქლორო წყალში (დამდგარში) ჩაყარეთ 2 საზომი კოვზი სასუქი და აურიეთ (1 საზომი კოვზი უდრის 10 გრამს). ხსნარი მზადაა გამოსაყენებლად წვეთოვანი მორწყვის მეთოდით, ჰიდროპონიკით, ფესვებ ქვეშ მორწყვით ან ფოთლოვან ზედაპირზე შესხურებით ერთხელ 10-12 დღეში დილის ან საღამოს საათებში. სასუქის გამოყენება რეკომენდირებულია გარემო ტემპერატურის არანაკლებ +10°С-სა.
დანიშნულება: გამოიყენება კვებით დანამატად კიტრისთვის, კომბოსტოსთვის, კამისთვის, ოხრახუშისთვის, ქინძისთვის, სალათისთვის, ხახვისთვის (მწვანე), ნიახურისთვის, ბოლოკისთვის და სხვა სახეობის მწვანე ბოსტნეულებისთვის, რომლებსც აქვთ ნიტრატების დაგროვებისადმი მიდრეკილება.
10 ლიტრი ხსნარი საკმარისია 5 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად (მორწყვის შემთხვევაში) ან 200 კვ.მ. ფართობის დასამუშავებლად შეშხურების მეთოდით.
მახასიათებლები: ვეგეტაციის სტადიის დასაწყისში, ზრდის სტიმულირებისთვის, ასევე ფუძისეული სისტების განვითარებისთვის აუცილებელია შეასრულოთ 1-2 კვება სასუქით ნოვოფერტ „უნივერსალი“.
ნოვოფერტის სასუქის უპირატესობა:
-არ შეიცავს ნიტრატებს;
– ამაღლებს პროდუქციის მოსავლიანობას და ხარისხს;
– ამაღლებს ნაყოფის მდგრადობას და უსაფრთხოებას ტრანსპორტირების დროს; ხელს უწყობს განაყოფიერების ორგანოების განვითარების;
აჯერებს მცენარეებს ვიტამინებით, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის ქმედითუნარიანობისთვის; შესხურებიდან 48 საათის შემდეგ, შეგიძლიათ მოყვანილი კულტურის საკვებში გამოყენება;
პროდუქტის აღწერილობა
პროდუქტის აღწერილობა
N-3,5%, P2O5 -17%, K2O-30%, MgO-4%, S-14%, B-0,9%, Fe-0,05%, Mn-0,03%, Zn-0,02%, Cu-0,015%, Mo-0,005%
PH- 4,1-მდე
შენახვის პირობები: მოარიდეთ ნესტს და პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მოარიდეთ საკვებ პროდუქტებს, წამლებს და შხამ-ქიმიკატებს.
უსაფრთხოების ზომები: იმუშავეთ დამცავი ხელთათმანებით და სათვალეებით. სამუშაოს დასრულებისთანავე დაიბანეთ ხელები და სახე საპნით. თვალში მოხვედრის შემდხვევაში ამოირეცხეთ დიდი რაოდენობის წყლით. ორგანიზმში მოხვედრისას – დალიეთ რამოდენიმე ჭიქა წყალი და გამოიწვიეთ პირღებინება. მიმართეთ ექიმს.