ფორმულა
21.00 ლარი
აღმოცენების შემდეგ გამოსაყენებელი სისტემური მოქმედების ჰერბიციდი ერთწლიანი ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად მარცვლეული თავთავიანი კულტურების, სიმინდის და სოიას ნათესებში.
მოქმედი ნივთიერება: ტიფენსულფურონ – მეთილი, 750 გ/კგ.
პრეპარატის ფორმა:წყალში დისპერსირებადი გრანულები.
ქიმიური ჯგუფი:სულფონილშარდოვანები.
თავსებადობა: თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსებადობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.). კომბინირება დაშვებულია მხოლოდ იმ კომპონენტებთან, რომლებიც ემთხვევა დამუშავების რეკომენდირებულ ვადებს კულტურის განვითარების ფაზის ჩათვლით. არ გააკეთოთ ნარევები ფოსფოორგანულ ინსექტიციდებთან. ამგვარი დამუშავებების შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს.
პროდუქტის აღწერილობა
მოქმედების მექანიზმი: მოქმედი ნივთიერება 2,4–დ – აუქსინის ტიპისა, ბლოკავს მცენარეთა ზრდის და განვითარების ჰორმონს და გავლენა აქვს სარეველების უჯრედების გაზრდის პროცესებზე. ფლორასულამი – სინთეზის აცეტლაქტატის ინჰიბიტორია, რომელიც არის ძირითადი ენზიმი ამინომჟავების ბიოსინთეზში, როგორც იზოლეიცინი, ლეიცინი და ვალინი. მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მქონე ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია ხელს უშლის სარეველებს რეზისტენტობის (გამძლეობის) განვითარებაში.
მოქმედების სპექტრი.
მგრძნობიარე სარეველები: ვერონიკა (სახეობები), მწარა (სახეობები), მინდვრის მდოგვი, ღორის ბირკა, ჟუნჟრუკი საშუალო, ტეოფრასტის შვია, თათაბო ტოტებგაშლილი, ნაცარქათამა თეთრი, გარეული ხაშხაში, თავცეცხლა (სახეობები), ბეგიაური, მზსუმზირა, ბოსტნის დანდური, ბოლოკურა, გვირილა (სახეობები), მლაშობურა, ია (სახეობები), ჯიჯლაყა ტოტებგაშლილი, ჭინჭარი (სახეობები), წიწმატურა ჩვეულებრივი, ღოლო (სახეობები), გონგოლა სამკურნალო, სპერგულა ჩვეულებრივი, ქუთქუთა, ჯულაბი, ბურბუშელა სამკურნალო, წიწმატი, რაფსის ნაქარი.
საშუალოდ მგრძნობიარე სარეველები: ავშაფოთლიანი ამბროზია, ყვითელი ღიჭა (მინდვრის), ლემა ჩვეულებრივი, შავთარა სამკურნალო, ტყიურა ერთწლოვანი, გარეული ხაშხაში, ჩვეულებრივი მატიტელა, რუსული ღიღილო.
სეზონში დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 1. ლოდინის პერიოდი ბოლო დამუშავებიდან მოსავლის აღებამდე არ არის დადგენილი.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 150-250 ლ/ჰა; 2,0-3,0 ლ/მეასედზე. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს (ზურგჩანთის ტიპის სასხურს) ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ პრეპარატს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ გავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი.
რეკომენდაცია შესხურებისას რეკომენდებულია ტანდემი მიმწებებლის დამატება ნორმით 150 მლ 100 ლ წყალზე, მიუხედავად იმისა გამოიყენება პრეპარატი ნარევში თუ არა. დამუშავება საჭიროა ჩატარდეს კულტურის და სარეველების ინტენსიური ზრდის პერიოდში (ლებანის ფაზა – 2-4 ფოთლის ფაზა). ნუ ჩაატარებთ ნიადაგის მწკრივთშორისი დამუშავებას 7 დღის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.
რეკომენდებული ავზის ნარევები:
სიმინდი: ფორმულა 12 გ/ჰა + გოლიაფი 1,0 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,15 ლ წყლის 100 ლიტრზე; ფორმულა 12 გ/ჰა + მილიდარი 1,25 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,2 ლ წყლის 100 ლიტრზე.
მარცვლეული თავთავიანი კულტურები: ფორმულა 10 გ/ჰა + გოლიაფი 0,7 ლ/ჰა + ზან «ტანდემი» 0,15 ლ წყლის 100 ლიტრზე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება როდესაც ტემპერატურა 12°С–ზე ნაკლები ან როდესაც 25°С–ს აღემატება. ცხელ და მშრალ ამინდში შესხურების ჩატარება უმჯობესია დილის ან საღამოს საათებში. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხმარება არახელსაყრელ პირობებში (ცივი ან ძალიან ცხელი ამინდი, გადაჭარბებული ტენიანობა, და პერიოდი, როდესაც სარეველა იმყოფება დამძიმებულ მდგომარეობაში), აგრეთვე, თუ მცენარეები სველია ნალექების მოსვლის შემდეგ. არ არის რეკომენდებული ავზის ნარევების გაკეთება ფოსფოორგანული ნაერთების ჯგუფის პრეპარატებთან (დიმევიტი, ქლორპირივიტი – აგრო). ასეთ შემთხვევებში დამუშავებების შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეღამეს.
ტოქსიკურობა ჯმო–ს კლასიფიკაცია: საშიშროების მე–3 კლასი.
დამუშავებულ ფართობებზე თანამშრომლების გამოსვლის ვადა მექანიზირებული სამუშაოების ჩასატარებლად – 3 დღეღამე, ხელით მუშაობისთვის – არ სჭირდება.
პრეპარატის უპირატესობები
სელექტიურია კულტურისათვის;
გამოყენების ფართო «ტექნოლოგიური ფანჯარა»;
მოქმედების ფარყო სპექტრი (ანადგურებს 30-ზე მეტ გავრცელებული სახეობის სარეველას);
ანადგურებს ზოგიერთ მრავალწლოვან სარეველებს, რომლებიც როგორც თესლიდან, ისევე ფესურებიდანაც იზრდება;
აჩერებს სარეველების ზრდას დამუშავებიდან უკვე 3 საათის შემდეგ;
არ შეზღუდავს კულტურების მონაცვლეობას თესლბრუნვაში;
ხარჯვის დაბალი ნორმა;
მოხერხებული შეფუთვა.
დამატებით ინფორმაცია
შეფუთვა | 50გ |
---|