Description

სამუშაო ხსნარის მოცულობა შესხურებისას უნდა შეადგენდეს 200–300 ლ/ჰა; მარცვლეული კულტურების სათესლე მასალის შეწამლვისას 10–12 ლ\ტ. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად შემასხურებლის ავზს (ზურგჩანთის ტიპის სასხურს) ავსებენ სუფთა წყლით მოცულობის 1/3–ზე შერევის ჩართულ რეჟიმში და უმატებენ მიკროსასუქს გამოთვლილი საჭირო რაოდენობით; ავზში უმატებენ წყალს მოცულობის სრულ ავსებამდე. შესხურების დროს შერევის რეჟიმი უნდა იქნეს ჩართული იმისთვის, რომ სამუშაო ხსნარი გამოვიდეს ერთგვაროვანი. თესლის თესვისწინა დამუშავებისთვის რეკომენდებულია კომბინაცია ერთ სამუშაო ხსნარში ფუნგიციდურ (სუპერვინ) და ინსექტიციდურ (ანტიხრუში) პრეპარატებთან ერთად
პრეპარატის უპირატესობები
- უჯრედების დონეზე უზრუნველყოფს გაცვლითი პროცესების აქტივაციას
- ზრდის თესლის გაღივების ენერგიას, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის აქტიურ ზრდას და განვითარებას
- ამაღლებს კულტურების გამძლეობას სხვადასხვა სახის სტრესებისადმი
- პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია როგორც ფოთლოვანი კვებით ასევე წვეთოვანი სისტემის საშუალებით
- ამჟღავნებს ფუნგიციდურ თვისებებს, ამაღლებს კულტურების იმუნიტეტს, უზრუნველყოფს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედებას და სტიმულირებას
- უზრუნველყოფს კულტურების დაბალანსებულ გამოკვებას მიკროელემენტებით 10-15%–ით
- ააქტიურებს მინერალური კვების ძირითადი ელემენტების (N, P, K) ათვისებას ფესვთა სისტემით
- ზრდის კულტურის მოსავლიანობას 12-17%–ით და აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს
- ტოქსიკურობა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაცია-საშიშროების მე-4 კლასი.
