მაღაზია

Home ფუნგიციდები ინფერნო

ინფერნო

25,00 

მოქმედი ნივთიერება
გოგირდი 800გ/კგ.


პრეპარატის ფორმა

წყალში დისპერსირებადი 
გრანულები


ქიმიური ჯგუფი
არაორგანული ნაერთები.


შეფუთვა – 
1კგ.

კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ვაზში, ბოსტნეულსა და ხილ-კენკროვან ნარგავებში ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. აქვს ირიბი აკარიციდული მოქმედება.

თავსებადობა
თვასებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, რომლებსაც გააჩნიათ ნეიტრალური რეაქცია. სამუშაო ხსნარის მომზადების წინ უნდა შემოწმდეს პრეპარატის თავსებადობა (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს რომელიმე პრეპარატი გაუ-ხსნელი და ა.შ.). არ შეურიოთ და არ შეასხუროთ პრეპარატი 14 დღის განმავლობაში ისეთ პესტიციდებთან,  რომლებიც დამზადებულია ზეთზე. არ არის თავსებადი პრეპარატებთან რომლებსაც გააჩნიათ ტუტე რეაქცია

მოქმედების მექანიზმი
გოგირდი – ეს არის კონტაქტური მოქმედების ნივთიერება, რომელიც 
მცენარის ზედაპირზე ქმნის დაცავ ბარიერს. ეს ბარიერი სოკოს სპორებს არ აძლევს საშუალებას შეაღწიონ მცენარის ქსოვილში, ბლოკავს უჯრედულ სუნთქვას და ელექტრონების მოძრაობას მასში. გოგირდი ხელს უშლის საკვები ელემენტებისა ენერგიის დაგროვებას პათოგენის უჯრედებში,რომლებიც აუცილებელია მათი ზრდა- განვითარებისთვის. ასევე, პრეპარატის ორთქლს აქვს აკარიციდული მოქმედება,რაც საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ ვაკონტროლოთ ტკიპების სახეობები.

Description

პრეპარატის უპირატესობები

  • კონტაქტური მოქმედებისა და აქტიური გაზის ფორმის მეშვეობით,ხელს უშლის დაავადებების გამომწვევთა ზრდა- განვითარებას
  • ფუნგიციდური თვისებების გარდა ახასიათებს გამოხატული მოქმედება ტკიპების წინააღმდეგ, აღკვეთს მათ სიცოცხლისუნარიანობას და გავრცელებას
  • უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას 7-10 დღის განმავლობაში, მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებების მეშვეობით
  • ძალიან მაღალი ბიოლოგიური ეფექტურობა დაავადებების წინააღმდეგ
  • მოსახერხებელი პრეპარატული ფორმა,რომელიც არ იფრქვევა და არ ქაფდება
  • შეუცვლელია კუტურების ანტირეზისტენტულ პროგრამებში