მაღაზია

Home ფუნგიციდები ჯეკ პოტი

ჯეკ პოტი

82,00 690,00 

მოქმედი ნივთიერება
პენკონაზოლი 100 გ/ლ + 
დიფენოკონაზოლი 200 გ/ლ.

პრეპარატის ფორმა
ემულსიის კონცენტრატი.

ქიმიური ჯგუფი
ტრიაზოლების წარმოებულები.

შეფუთვა – 0,5 ლ, 1 ლ, 5 ლ.

კომბინირებული, სისტემური მოქმედების ფუნგიციდი, ხეხილის და ბოსტნეული კულტურების მრავალი დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის 

Description

თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ საჭიროა საცდელი შერევის ჩატარება (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშ ტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა.


მოქმედების მექანიზმი
სისტემური და ტრანსლამინარული მოქმედება. პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და ვრცელდება მასში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დაცვას, ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას. პენკონაზოლი თრგუნავს სტეროლების ბიოსინთეზს. მოძრაობს აკროპეტალურად და თრგუნავს ინფექციას სპორების ზრდის პერიოდში, აგრეთვე აფერხებს ზრდის მილის შეღწევას ფოთლის ქსოვილში. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილში, მთლიანად თრგუნავს სუბტიკულარული მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს სპორების წარმოქმნას.

პრეპარატის უპირატესობები

  • გააჩნია ძლიერი პროფილაქტიკური, სამკურნალო და აღმომფხვრელი მოქმედება
  • იცავს მცენარის ყველა ნაწილს და გააჩნია ხანგრძლივი სისტემური მოქმედება
  • ამცირებს სეზონზე დამუშავებების რაოდენობას
  • აქვს გამოყენების მოქნილი ვადები
  • აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს
  • სწრაფად შეიწოვება და ამცირებს წვიმით ჩამორეცხვის საშიშროებას
  • ძალიან ეფექტურია ჰაერის მაღალ ტემპერატურებზე
  • არ იწვევს მავნებლის შეგუებას
  • ხელს უწყობს კულტურაზე და ეკოსისტემაზე პესტიციდური დატვირთვის შემცირებას
  • მნიშვნელოვნად ზოგავს სახსრებს

Additional information

Weight

0.5l, 1l, 5l