Description
თავსებადობა
თავსებადია უმეტესობა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, ტუტიანი ხსნარების გამოკლებით, შესაბამის კულტურებზე. სამუშაო ნარევის დამზადების წინ მიზანშეწონილია პრეპარატების შემოწმება თავსება-დობაზე (არ უნდა წარმოიქმნას ნალექი, ქაფი, განშრევება, ერთ–ერთი პრეპარატის არასრული განზავება და ა.შ.).
მოქმედების მექანიზმი
სისტემური მოქმედების ჰერბიციდი. მოქმედი ნივთიერება შეიწოვება მცენარის მიწისზედა ნაწილით და საკმაოდ სწრაფი გადაადგილებით მცენარეში აღწევს უშუალო მოქმედების ადგილს, სადაც არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რაც იწვევს სარეველების დაღუპვას.
მოქმედების სპექტრიშვრიუკა ჩვეულებრივი, შალაფა, ბურჩხა, მელაკუდა, ცოცხა-ბალახი, ძურწა (სახეობები),ჩვეულებრივი შვრია, ღვარძლი, მწყერფეხა, მხოხავი ჭანგა, გლერტა, ქვრიმა, ხორბლის და ქერის ნაქარი, ორფეროვანი სორგო, ინგლისური კოინდარი.

პრეპარატის უპირატესობები
- შეუდარებელია ლურჯი მოცვის პლანტაციებში და ნორჩი ვაზის ნარგავებში სარეველების გასანადგურებლად
- იდეალურად წყვეტს ნათესების მარცვლოვანი სარეველებისგან გათავისუფლების პრობლემას
- მეტისმეტად «მსუბუქი» გავლენა კულტურულ მცენარეზე
- თესლბრუნვაში მომდევნო კულტურებზე პრეპარატის შემდეგ-ქმედების არარსებობა
- მაღალი ეფექტურობა მარცვლოვანი კულტურების ნაქარის განადგურებაში
- მოქმედების გახანგრძლივებული ვადის გამო შეიძლება გამო-ყენებული იქნეს სოფლის მეურნეობის კულტურების ზრდის ფა-ზების ფართო დიაპაზონში
- ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეფარდება
