Description
მოქმედების მექანიზმი
გააჩნია ძალზე ძლიერი სისტემური მოქმედება. კრეზოქსიმ-მეთილი ამუხრუჭებს ციტოქრომ ც-რედუქტაზას აქტივობას და თრგუნავს მიტოქონდრულ სუნთქვას. მოქმედი ნივთიერება მცენარის ზედაპირზე მოხვედრისთანავე აჩერებს მცენარეთა დაავადების გამომწვევი სპორების ზრდას და წარმოქმნას. დიფენოკონაზოლი აღწევს მცენარის ქსოვილებში და მთლიანად თრგუნავს სუბკუტიკულური მიცელიუმის ზრდას, რაც ამცირებს დაავადების გამომწვევი სპორების წარმოქმნას.

პრეპარატის უპირატესობები
- გააჩნია მრავალმხრივი დამცავი მოქმედება
- ძალზე ეფექტურია სოკოვანი დაავადებების მრავალი გამომწვევის წინააღმდეგ
- მათ შორის ჟანგა (სახეობები), ნაცარი, ჭრაქი
- არ ირეცხება ატმოსფერული ნალექებით
- აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს, ხელს უწყობს საღი ნაყოფის ჩამოყალიბებას
- მნიშვნელოვნად ზოგავს სახსრებს
