მაღაზია

Home ფუნგიციდები ზახისტი

ზახისტი

62,00 

მოქმედი ნივთიერება
ციმოქსანილი 250 გ/კგ + 
მეტალაქსილი 100 გ/კგ.

პრეპარატის ფორმა:სველებადი ფხვნილი.

ქიმიური ჯგუფი
შარდოვანას და 
ფენილამიდების წარმოებულები.

შეფუთვა – 1კგ

პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედების კომბინირებული ფუნგიციდი, ბოსტნეული კულტურებისა და ყურძნის მრავალი დაავადებისაგან დასაცავად.

 

 

Description

თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. ავზში პესტიციდების ნარევის მომზადების წინ უნდა შეამოწმოთ მათი თავსებადობა (არ უნდა გაუჩნდეს ნალექი, ქაფი, შრეები, კოშტები, არ უნდა დარჩეს გაუხსნელი რომელიმე პრეპარატი და ა. შ.).

მოქმედების მექანიზმი
ტრანსმილარული და ადგილობრივი სისტემური მოქმედება. ციმოქსანილი აღწევს ფოთლებიდან, გადანაწილდება მცენარეების ქსოვილების  ყველა უჯრედში (ტრანსლამინარული მოქმედება). მას გააჩნია სამკურნალო და სპორების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება, აჩერებს სოკოს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ანელებს და წყვეტს უჯრედებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებს. ციმოქსანილი ანადგურებს დასნებოვნებიდან 1-2 დღის შემდეგაც კი დაავადების გამომწვევს, რომელმაც დაიწყო გამრავლება. მეტალაქსილი არის დამცავი, სამკურნალო და აღმომფხვრელი მოქმედების სისტემური ფუნგიციდი. ის თრგუნავს სოკოების განვითარებას აქტიური  ინფექციის შემდგომ სტადიებში. თავიდან აგვაცილებს სპორების წარმოქმნას და უზრუნველყოფს მცენარეთა დაუმუშავებელი ნაწილების და ახალი აღმონაცენების დაცვას.

პრეპარატის უპირატესობები

  • გააჩნია სამკურნალო და პროფილაქტიკური მოქმედება: თავიდან აგაცილებთ სოკოს სპორების წარმოქმნას
  • თრგუნავს სოკოების განვითარების აქტიური ინფექციის შემდგომ სტადიებში
  • უზრუნველყოფს მცენარეთა დაუმუშავებელი ნაწილების და აღმონაცენების დაცვას
  • ძალზე ეფექტურად იცავს მზესუმზირის ნათესებს ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებებისაგან
  • გააჩნია ხანგრძლივი დამცავი მოქმედება
  • არ იწვევს შეგუებას დაავადებების გამომწვევ ორგანიზმებთან

Additional information

Weight

1kg