Description
მოქმედების მექანიზმი
მოქმედი ნივთიერება 2,4–დ აუქსინის ტიპის, ბლოკავს მცენარეთა ზრდის და განვითარების ჰორმონს და ახდენს გავლენას სარეველების უჯრედების ზრდის პროცესებზე. ფლორასულამი – სინთეზის აცეტლაქტატის ინჰიბიტორია, რომელიც არის ძირითადი ენზიმი ამინომჟავების ბიოსინთეზში, როგორც იზოლეიცინი, ლეიცინი და ვალინი. მოქმედების სხვადასხვა მექანიზმების მქონე ორი მოქმედი ნივთიერების კომბინაცია ხელს უშლის სარეველებს რეზისტენტობის (გამძლეობის) განვითარებაში.
მოქმედების სპექტრი
ავშაფოთლიანი ამბროზია, რუხი ჩიტიყველა, მინდვრის მდოგვი, წიწმატურა ჩვეულებრივი, ველური რუკოლა, ერიზი- მუმი, გონგოლა, ნაცარქათამა თეთრი, ნაგერალი ყაყაჩო, ცეცხლეკალა, წიწმატა,სელი მცირენაყოფიანი, რაფსი (ნაქარი), შალგი ჩვეულებრივი, მზესუმზირის ნაქარი, გონგოლა, ქუთქუთა, წიწმატელა, ჯიჯილაყა, ვერონიკა.

პრეპარატის უპირატესობები
- სარეველებზე მოქმედების მაღალი სიჩქარე
- სარეველების ფართო ჯიშობრივი სპექტრის წინააღმდეგ მოქმედების საშუალება
- თავსებადია სხვა აგროქიმიკატებთან მარცვლოვანი კულტურების, სიმინდის და ბურღულეულის ნათესებში
- 2,4-დ პრეპარატების სხვა ფორმებთან შედარებით გამოიყენება უფრო ფართო ტემპერატურულ ინტერვალში
- გამოყენების საკმაოდ ფართო „ტექნოლოგიური ფანჯარა“
- არ არის ტოქსიკური ცხოველების, ადამიანებისა და გარემოსთვის.
