Description
თავსებადობა
თავსებადია სხვა პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან, გარდა ტუტოვანებისა. სამუშაო ხსნარის მომზადებამდე მიზანშეწონილია შემოწმდეს თავსებადობა (ნალექისა და ქაფის არარსებობა, შრეებად დაშლა, ბურთულებად გაქნა, რომელიმე პრეპარატის არასრული გახსნა და ა.შ.).
მოქმედების მექანიზმი
ინსექტო-აკარიციდი კონტაქტურ-სისტემური და ფუმიგაციური ეფექტით.
პირიმიფოს-მეთილი-ქოლინესთერაზის აქტივობის შემამცირებელი ფოსფორორგანული ნივთიერება, რაც იწვევს მავნებელბის ორგანიზმებში უჯრედების გაუწყლოებასა და მეტაბოლური პროცესების ჰორმონალური რეგულაციების დარღვევას.
პირიდაბენი-გავლენას ახდენს მავნებლების ცენტრაულ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს კვდომას. აქვს ძლიერი კონტაქტური, ნაწლავური და ხანგრძლივი სისტემური დაცვითი მოქმედება მავნებლების ჩამოყალიბების ძირითადი სტადიის წინააღმდეგ (კვერცხი-მატლი-ნიმფა-ზრდა-სრუ ლი ტკიპა).
აცეტამიპრიდი- საკმაოდ სწრაფად შეიწოვება ფოთოლის ზედაპირიდან, ვრცელდება მცენარის ყველა ნაწილსა და ახალ ყლორტში, ფიტოტოქსიკური ეფექტი ვლინდება მავნებლების ნერვულ სისტემაზე მოქმედებით, რომელიც იწვევს კვდომას, ზედმეტი ნერვული აგზნების და დამბლის ფონზე.

პრეპარატის უპირატესობები
- ბევრი კულტურის, მათ შორის ხილისა და კენკრის მავნებლების განსაკუთრებით ფართო სპექტრი
- მოქმედებს ტკიპების ფორმირების ძირითადი სტადიის წინააღმდეგ (კვერცხი-მატლი-ნიმფა-ზრდასრული ტკიპა)
- გამოყენებისთვის უნივერასლური (კონტაქტური, სისტემური და ფუმიგაციური მოქმედება)
- უზრუნველყოფს ეფექტურ მოქმედებას იმ მავნებლების წინააღმდეგ, რომლებსაც თავიანთ ციკლში განვითარების ფარული სტადიები გააჩნიათ
